პოლიტიკა
ახალციხის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია. 21 630 000 ლარი - ეს თანხა შეადგინა მომავალი წლის ადგილობრივმა ბიუჯეტმა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ისინი არც თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდას დაეთანხმნენ. ამის მიუხედავად, მომავალი წლის სახელფასო ფონდი 616 700 ლარით იზრდება. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4 510 ლარი იქნება, პირველი მოადგილის - 3 410, კომისიის თავმჯდომარეებს - 2 420, ფრაქციის თავმჯდომარეებს კი - 2 200.

თვითმმართველობა მიზეზად, საჯარო სამსახურიდან კვალიფიციური კადრების გადინებას ასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მომავალ წელს გაიზრდება მერიის ხელფასები და ბიუჯეტში ცვლილება მოგვიანებით შევა.


Print