პოლიტიკა
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სამცხე-ჯავახეთიდან ცხრა ადამიანი შიმშილობს
თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ შიმშილობის აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ.

ოპოზიციური პარტიის ოფისის ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში, ხუთი პირი ახალციხიდან, სამი ადიგენიდან, ერთი კი ბორჯომიდანაა.

ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ქვათაძემ შიმშილობა პირველივე დღეს, 21 დეკემბერს დაიწყო, სხვა მხარდამჭერებთან ერთად 23 დეკემბერს შეუერთდნენ ახალციხელი აქტივისტებიც.

"ჩვენი მოთხოვნა საყოველთაოდ ცნობილია, თავს ჯერჯერობით კარგად ვგრძნობთ. ამ გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია. ისეთივე, როგორი სიტუაციაცაა ქვეყანაში." - განაცხადა ვახტანგ ქვათაძემ.

მათი მთავარი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება.

"შიმშილობის პირობებში როგორ ვიქნებით, ჩვენი პრეზიდენტის გამოშვება გვინდა, მთელი საქართველო შიმშილობს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანას, იმ ხალხს, ვინც შიმშილობს უკვე წლებია." - აღნიშნა ახალციხის საკრებულოს წვერამა გოჩა ინასარიძემ.
Print