პოლიტიკა
ახალციხის საკრებულო კონსულტანტებს ხელშეკრულებით აიყვანს
ახალციხის საკრებულო დამატებით ორ თანამშრომელს მომავალი წლიდან ხელშეკრულებით აიყვანს.

თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ კონსულტანტები საფინანსო და ინფრასტრუქტურის საკითხებში მრჩევლები იქნებიან. ისინი წარმომადგენლობით ორგანოს, მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმებაში დაეხმარება.

დავით ტაბატაძე ამბობს, რომ თვითმმართველობას ისინი ოთხი წლის ვადით ეყოლება, სანამ მოქმედი საკრებულოს ვადა არ ამოიწურება.

Print