პოლიტიკა
ადიგენის და ახალქალაქის მერია ახალ ავეჯს ყიდულობს
ახალქალაქის და ადიგენის მერია ახალ ავეჯს ყიდულობს.შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, საქართველოს 228 საბიუჯეტო ორგანიზაცია საოფისე ინვენტარში 4 მილიონზე მეტს დახარჯავს.

ახალქალაქის მერია 20 სკამის, 9 კარადისა და 3 მაგიდის შესყიდვას გეგმავს, ადიგენის მერიამ კი 80 საკანცელარიო და 20 რბილი სკამი, 55 მაგიდა და 8 კარადა უნდა შეიძინოს. ახალქალაქის მერი არ განმარტავს, რისთვის დასჭირდა ახალი ავეჯი.

ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე კი ამბობს, რომ ადმინისტრაციული შენობის სრული რემონტი და ავეჯის განახლებაა დაგეგმილი.

Print