პოლიტიკა
პრემიერმა გუბერნატორებს მოსახლეობის საჭიროებების უმოკლეს ვადებში მოგვარება დაავალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის პრეიერმა გუბერნატორებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.

"შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, ასევე - იმსჯელეს საჭიროებებზე, როგორიცაა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი წყალმომარაგება თუ შიდა გზების მოწესრიგება. ხაზი გაესვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების უმოკლეს ვადებში გადაჭრა,"
- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print