პოლიტიკა
ოპოზიცია ახალციხის მერიას მრჩევლებისა და კონსულტანტების გამო საყვედურობს
ახალციხის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიასა და საკრებულოში მრჩევლების და კონსულტანტების შტატების დამატება გააპროტესტეს.

სხდომაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" სიის პირველმა ნომერმა განაცხადა, რომ მერიაში არაერთი სამსახური და თანამდებობაა იმისთვის, რომ თვითმმართველობამ დამატებით, თანამშრომლები ხელშეკრულებით არ აიყვანოს.

მაგალითად, ახალციხის მერს ჰყავს თანაშემწე, რომლის ხელფასიც 1 800 ლარია, მრჩეველი 2 100 ლარიანი ხელფასით, ფინანსური კონსულტანტი - 1 540 ლარიანი ანაზღაურებით, ზედამხედველი მშენებლობის საკითხებში, რომლის შრომის ანაზღაურებაა 1 760 ლარი.

მარინე აბულაძის კიდევ ერთი შენიშვნა ეხებოდა აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშსაც, სადაც აღნიშნულია, რომ ახალციხეში ერთი და იგივე ფუნქციის ორი აიპია შექმნილი, რაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაზე მიანიშნებს.

ამის გარდა, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საშტატო ნუსხასა და შრომის ანაზღაურების მუხლში შესულ ცვლილებებს.

მერიასა და საკრებულოში სახელფასო ფონდი 616 700 ლარით არის გაზრდილი.

ახალციხის მერის თქმით, აღმასრულებელ ორგანოში ხელფასების მატება კიდევ იგეგმება.


Print