პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

შეგახსენებთ, ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ოთარ შამუგია დაინიშნა.

შამუგია აქამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
Print