პოლიტიკა
ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი გაიხსნა

 

ახალციხეში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი გაიხსნა. პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი საზოგადოებას გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ წარუდგინა. ახალციხის ოფისს სიმონ ეღიაშვილი უხელმძღვანელებს.

"კონსერვატიული მოძრაობა აგრძელებს რეგიონული მასშტაბით წარმომადგენლობების გახსნას, ამ ეტაპზე ჩვენ უკვე გავხსენით დაახლოებით 25 - მდე წარმომადგენლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს ვეწვიეთ ქალაქ ახალციხეს, სადაც დავაფუძნეთ ჩვენი რეგიონული ოფისი. ჯერ ვხსნით იმ ქალაქებში, სადაც არის მოსახლეობის ყველაზე მაღალი აქტივობა - პირველი დღეებში უამრავი ახალციხელი ჩაერთო ჩვენს პარტიულ საქმიანობაში"
- განაცხადა გიორგი ქარდავამ.

კონსერვატიული პარტია თვის ბოლომდე კიდევ 25, ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 85 ოფისის გახსნას გეგმავს.
პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ქარდავამ მედიის კითხვებს უპასუხა და აუდიტორიას ,,კონსერვატიული მოძრაობის" საგარეო პოლიტიკის ხედვაც წარუდგინა.

საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი იყო სამცხე-ჯავახეთი;

ჩვენი ბუნებრივი გასაღების ბაზარი იყო რუსეთი, დღეს ეს ჩაკეტილია და როგორმე უნდა გაიხსნას;

მთავარი უნდა ვეძებოთ, როგორ დამთავრდება ეს ომი და დამთავრდება ძალიან ცუდად პირველ რიგში უკრაინისთვის;

ის პოლიტიკური გეზი, რომელიც უკრაინას და მათ შორის ჩვენ გვაქვს არჩეული, არ უზრუნველჰყოფს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას;
50 მილიონიანი ქვეყნის უსაფრთხოებას ვეღარ ახერხებს ევროპა და საქართველოს როგორ უზრუნველჰყოფს?


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პარტია მედიაორგანიზაცია "ალტ ინფომ" დააფუძნა, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებენ.

Print