საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპზე ახალციხეში მონაწილეობას 193 პირი მიიღებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა განაცხადების  შერჩევა დასრულდა. გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსანტებთან  შეტყობინებების გაგზავნა მიმდინარეობს.  ილია ზარდიაშვილის თქმით, 31 ვაკანსიაზე  232 კონკურსანტის  564 განაცხადი  შევიდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ   მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 193 აპლიკანტი მიიღებს. გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი, საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა განაცხადების  შერჩევა დასრულდა. გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსანტებთან  შეტყობინებების გაგზავნა მიმდინარეობს.  ილია ზარდიაშვილის თქმით, 31 ვაკანსიაზე  232 კონკურსანტის  564 განაცხადი  შევიდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ   მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 193 აპლიკანტი მიიღებს.

გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი, საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა.  ხოლო რაც შეეხება საკრებულოში შესულ განაცხადებს, 83 აპლიკაციიდან, 46  ადამიანი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციით დაინტერესდა. როდის ჩაუტარდებათ კონკურსანტებს ტესტირება,  ჯერ–ჯერობით უცნობია. სავარაუდო თარიღად კი 18 აპრილი სახელდება.


Print