პოლიტიკა
ახალციხეში საკრებულოს სხდომა უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო
უკრაინაზე თავდასხმის მეორე დღე - უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევში ქალაქის დასაცავად შევიდნენ. რუსი ოკუპანტები ქვეყანას ოთხივე მხრიდან უტევენ სახმელეთო და საჰაერო ძალებით. შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს უკრაინის საზღვრისპირა ქალაქები.

დაღუპულია 200-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირები. მოსახლეობა თავს მეტროსადგურებს აფარებს. დედაქალაქ კიევში პერიოდულად ისმის განგაშის სიგნალის, სროლის და აფეთქებების ხმაც.

დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა. მეზობელი ქვეყნები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და დაწესებულ სანქციებს უერთდებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ აპირებს შეუერთდეს იმ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოიყენეს. ამის ფონზე, საკრებულოს სხდომა ახალციხეში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო.

Print