პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებელი" ახალციხეში უკრაინას სოლიდარობას უცხადებს
"სტრატეგია აღმაშენებელი" ახალციხეში უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი ლიდერი გიორგი ვაშაძე პირველივე დღიდან უკრაინაში იმყოფება და მოსახლეობას ეხმარება.

ნათია ტაბლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს მთავრობის პოზიციაზე და ამბობს, რომ ახლა ნეიტრალურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომგებიანი არ არის და მეგობარ სახელმწიფოს მხარი არა მარტო ჰუმანიტარული ტვირთით, არამედ პოზიციის დაფიქსირებითაც უნდა დაუჭიროს.

ნათია ტაბლიაშვილის თქმით, მათი პარტია ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებასაც ახდენს. იგი ამბობს, რომ ერთი კონტეინერი უკრაინაში უკვე გაიგზავნა. გარდა ამისა, "სტრატეგია აღმაშენებელი" უკრაინელებს სასტუმროებში მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.

Print