პოლიტიკა
ადიგენში "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი გაიხსნა
ადიგენში "ალტ-ინფოს" მიერ დაარსებული პარტიის "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი გაიხსნა. ადიგენის ოფისს ბესიკ და შალვა ზარიძეები უხელმძღვანელებენ.

ბესიკ ზარიძის თქმით, ოფისის ოფიციალური გახსნა მოგვიანებით, პარტიის ლიდერებთან ერთად გაიმართება. "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლები პარტიაში გაწევრიანების ან გასაუბრების მსურველებს ოფისში ეპატიჟებიან.

"ალტ ინფოს" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებენ. მისი წევრები პრორუსული განცხადებებით გამოირჩევიან.
ასევე ნახეთ:

Print