პოლიტიკა
უკრაინაში თავისუფლების მარცხი აისახება საქართველოსა და მოლდოვაზე - ბორის ჯონსონი
მნიშვნელოვანია, რომ პუტინმა უკრაინაში თავის მიზანს ვერ მიაღწიოს, ვინაიდან წარმატების მიღწევის შემთხვევაში ის უკრაინაში არ გაჩერდება. უკრაინაში თავისუფლების მარცხი აისახება საქართველოსა და მოლდოვაზე, - ამის შესახებ გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინი ტოტალურ პანიკაშია - მას რუსეთში „ფერადი რევოლუციის“ ეშინია, სწორედ ამიტომ ებრძვის ის ასე სასტიკად თავისუფლებას უკრაინაში. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პუტინმა თავის მიზანს ვერ მიაღწიოს, ვინაიდან წარმატების მიღწევის შემთხვევაში ის უკრაინაში არ გაჩერდება.

უკრაინაში თავისუფლების მარცხი აისახება საქართველოსა და მოლდოვაზე. ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში - ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე.

თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ეს იქნება მწვანე შუქი ყველა ავტოკრატისთვის ახლო აღმოსავლეთში და შორეულ აღმოსავლეთში. ეს არის საკვანძო მომენტი მთელი მსოფლიოსთვის. არჩევანის დროა, ესაა არჩევანი თავისუფლებასა და ჩაგვრას შორის“,
- განაცხადა ჯონსონმა.
Print