პოლიტიკა
სამყარო, სადაც ბუჩის ხოცვა-ჟლეტა არსებობს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის ქალაქ ბუჩის ხოცვა-ჟლეტას და მას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

„ძნელია წარმოიდგინო სამყარო, სადაც ბუჩის ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობას, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ეს არასოდეს იქნება დავიწყებული“, - წერს პრეზიდენტი ტვიტერზე.
Print