პოლიტიკა
ქართული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ესტუმრა
ქართული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი იტყობინება, რომელიც დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

მისი ინფორმაციით, პირველი შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან გაიმართა, რის შემდეგაც შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ქვეყნის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანთან გაგრძელდა. 

შეხვდარაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ, ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

"შევთანხმდით მჭიდრო საპარლამენტო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.

რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო"
- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print