პოლიტიკა
ანტონ ობოლაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრს განსახორციელებელ პროექტებზე ჰკითხა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ შეახსენა.

ობოლაშვილმა სამცხე-ჯავახეთის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. მთავარ საკითხად ვარძიის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაასახელა და გენერალური გეგმის დამტკიცება მოითხოვა. ყურადღება გაამახვილა ადიგენში მიმდინარე სასმელი წყლის უზრუნველყოფის პროექტზე, კულტურის სახლისა და სტადიონის რეაბილიტაციაზე.

სამცხის დეპუტატი გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე გზის მშენებლობითაც დაინტერესდა.

ასევე მისი კითხვა შეეხებოდა ქალაქ ახალციხეში 24 საათიანი გრაფიკით წყალმომარაგებასა და სოფელ უდის წყალმომარაგებასაც.

გამოსვლა კი დაბა ბაკურიანის საკანალიზაციო სისტემის მოწყობაზე, ასევე ბაკურიანის მიმდებარე სოფლებში განვითარების გენერალურ გეგმებზე საუბრით დაასრულა.
Print