პოლიტიკა
პუტინი პოლიტიკაში თავისი შვილის შემოყვანას განიხილავს
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის, პარლამენტში გადაყვანას განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail წერს.

მედიის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" ლიდერი გახდეს. გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია რუსულ Telegram არხზე, სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

მედიის ცნობით, არხი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პუტინი სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის კიბოს, პარკინსონსა და შიზოაფექტურ აშლილობას ებრძვის.

,,პუტინის ახლო გარემოცვამ კვლავ დაიწყო საუბარი ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელობაში ელიტებისთვის კონსენსუსის ფიგურის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებდა და უზრუნველყოფდა არსებულ სტატუს კვოსა და ძალაუფლების უწყვეტობას",- ნათქვამია ტელეგრამ არხზე.

​daylymail-ის ინფორმაციით, ამავე ტელეგრამ არხზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატერინა ტიხანოვას თანამდებობის საკითხი პარტიაში ახლაც აქტიურად განიხილება და მის კანდიდატურას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.

,,ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას კანდიდატურა "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე კვლავ აქტიურად განიხილება.

უნდა ვთქვა, რომ გამონაკლისის გარეშე, პუტინის გარემოცვაში ყველა დაინტერესებული პირი ამ იდეას მხარს უჭერს.

იდეა გასული წლის მიწურულს გაჩნდა, მაშინ მას ცალსახა მხარდაჭერა არ ჰქონია. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ომმა, რომელიც სამი თვეა მიმდინარეობს, ამის წინაპირობები შექმნა, გარდა ამისა, ელიტა მოითხოვდა პარტიის მომავლის მკაფიო სურათს პუტინის გარეშე"
,- წერია telegram-ზე.

2018 წლის 6 დეკემბერს ტელეარხმა „როსსიამ“ თავის ერთ-ერთ საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენა რეპორტაჟი მოსკოვის ინსტიტუტ „ინოპრაქტიკაზე“, რომელშიც პირველად გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სავარაუდოდ, უმცროსი ქალიშვილი კატერინა ტიხონოვა. მას იმ დროისათვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რთული მათემატიკური გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

კატერინა ტიხონოვა რომ მართლაც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ქალიშვილია, ამაზე პირველად ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა 2015 წლის იანვარში დაწერა. 2015 წლის ნოემბერში სააგენტო „როიტერსმა“ დაადასტურა ეს ინფორმაცია თავის გამოძიებაში. „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელმა ანდრეი აკიმოვმა სააგენტოს აცნობა, რომ კატერინას ხვდებოდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და უკვე მაშინ იცოდა, რომ იგი პუტინის ქალიშვილია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა უარყო ეს ცნობა. მანამდე, 13 წლის წინ, გამომცემლობა „სობესედნიკმა“ დაწვრილებით უამბო მკითხველს პუტინის ორ ქალიშვილზე, მაშასა და კატიაზე, რომლებსაც ეს სახელები ბებიების - მარია ივანოვნა პუტინასა და ეკატერინა ტიხონოვნა შკრებინოვას -პატივსაცემად დაარქვეს. 

„როიტერსის“ თანახმად, კატერინა ტიხონოვა გამოძიების პუბლიკაციის დროს ცოლად ჰყავდა კირილ შამალოვს, პრეზიდენტ პუტინის დიდი ხნის მეგობრისა და ბანკ „რუსეთის“ აქციონერ ნიკოლაი შამალოვის ვაჟს. ამ ბანკს აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის ელიტის ბანკს უწოდებს. როგორც „ბლუმბერგი“ წერდა, ის 2018 წელს გაშორდა ქმარს.

კატერინა ტიხონოვა რომ პუტინის ქალიშვილია, „ბლუმბერგის“ ინტერვიუში ამბობს „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი. პრეზიდენტის ქალიშვილის რანგში ტიხონოვა ნახსენებია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაშიც, რომელიც შეეხება პუტინის გარემოცვის მიმართ 2018 წლის აპრილში დაწესებულ სანქციებს.

შეკითხვას, არის თუ არა კატერინა ტიხონოვა მისი ქალიშვილი, თავად პუტინმა 2015 წლის დეკემბერში, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, არც უარყოფითად უპასუხა და არც დადებითად.

2017 წლის ივნისში პუტინმა თქვა, რომ ორივე მისი ქალიშვილი ცხოვრობს მოსკოვში და რომ შვილიშვილი შეეძინა.

მასალა მომზადებულია რადიო ,,თავისუფლების" მასალის მიხედვით
Print