პოლიტიკა
პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთი-გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის გუბერნატორებთან მან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. გარდა ამისა, შეხვედრაზე სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებიც დასახეს.რეგიონების სტუმრობისას, გიორგი ბაგრატიონი რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან ერთად პირად შემადგენლობას შეხვდა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.
Print