პოლიტიკა
17 ივნისი ისტორიული დღეა - საქართველო ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია
17 ივნისი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა, საქართველო ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია, მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შეფასება უკვე დაასრულა, ხვალ კი თბილისი, კიევი და კიშინიოვი გაიგებენ, ტოვებს თუ არა ევროკავშირი კარს ღიას რუსული აგრესიის მსხვერპლი ქვეყნებისთვის.

საქართველოსა და მოლდოვას ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი 3 მარტს გააკეთა, უკრაინამ კი 28 თებერვალს. ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ქვეყნების შეფასება მცირე დროში მოამზადა და ევროკავშირის 27 წევრს მსჯელობისთვის გადასცა. ამ მხრივ ხვალინდელი დღე შესაძლოა გამონაკლისი აღმოჩნდეს.
Print