პოლიტიკა
ახალციხის საკრებულომ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა

ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა და მის პოსტს მარიამ დალალიშვილი დაიკავებს. ასევე, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კობა სანდროშვილი არჩიეს. ეს საკითხები ახალციხის საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ცნობად მიიღეს.

ამის გარდა, დეპუტატებმა ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’ ლიკვიდაციას დაუჭირეს მხარი. დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება.

დღესვე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებების უფროსებმა დეპუტატებს მიმდინარე წლის ექვსი თვის გაწეული სამუშაოს ანგარიში გააცნეს.

ახალციხის საკრებულოში მე-6 სხდომა დღეს, 24 ივნისს გაიმართა.
Print