პოლიტიკა
ერთკვირიანი ვადა მთავრობას - აქცია სამ ივლისს ჩაინიშნა

 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 ივლისამდე აქციის ორგანიზატორები რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს შეკრებენ, 3 ივლისს კი თბილისში „აზვირთდებიან“ და პარლამენტის შენობის წინ დარჩებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანამ არ დაიშლებიან, სანამ „ოლიგარქია არ დაიშლება“.

„3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთის ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია
“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

მანამდე, შოთა დიღმელაშვილმა აქციის მთავარი მოთხოვნები გააჟღერა. სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

ფოტო: George Bazaev

 

Print