პოლიტიკა
ტრანსპორტის უზრუნველყოფისთვის ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“ შეიქმნა

ახალციხის მერიამ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“ დააფუძნა. აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს წევრებმა სხდომაზე დაუჭირეს.

ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. მანამდე კი მხოლოდ ხელმძღვანელი შეირჩევა, რომელიც ა(ა)იპ-ის განვითარებასა და დონორების მოძიებაზე იმუშავებს. საშტატო ნუსხა ჯერ არ დამტკიცებულა. ამ ეტაპზე, დონორების მოძიება მიმდინარეობს.

ახალდაფუძნებულ ა(ა)იპ-ს თავდაპირველად, მთავარ საჭიროებებზე მოუწევს მუშაობა, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტზე. შემდეგ კი ეტაპობრივად დაემატება სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის საკითხი.

წლის მეშვიდე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის კიდევ ერთი ა(ა)იპ-ის დაფუძნება. „ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრის“ მოვალეობა იქნება სარიტუალო მომსახურებები, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა და დასუფთავება.

დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საკრებულოს შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილება. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სამსონ ბალიაშვილი ბესიკ ოქრომელიძემ შეცვლა. ცვლილების მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დეპუტატი სამსონ ბალიაშვილი მოქალაქის ცემისთვის დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა.

Print