პოლიტიკა
"გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ოცნებამ სწორად იმუშავა" - ივანიშვილი
ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია".

მისივე შეფასებით, "უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა".

ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც "ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული", მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

ამასთან, ქართული ოცნების დამფუძნებელი წერს, რომ ის 21 მარტს აშშ-ს ელჩს შეხვდა თავად კელი დეგნანის თხოვნით. ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში შვეიცარიულ ბანკთან დავასაც შეეხო - მისი შეფასებით, ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ პრობლემებს "საქართველოში მიმდინარე პროცესებთან" პირდაპირი კავშირი აქვს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3S4ZAaP
Print