პოლიტიკა
"ეს არის ორკესტრირებული შეტევა ივანიშვილზე" - კობახიძე

ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ბორჯომში ასევე ისაუბრეს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ. თანაგუნდელებთან შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის საპარლამენტო დეპუტატებმა განცხადებები მედიასთან გააკეთეს.

კობახიძის ინფორმაციით, ელჩსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა. რაც შეეხება ელჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზოგი უფრო მეტ დროს ხარჯავს, სანქციებსა და სხვისი ფულის შესახებ საუბარზე, ვიდრე ევროკავშირის წევრობის საკითხზე, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მესიჯი.

დეპუტატები გამოეხმაურნენ ასევე ამერიკის ელჩის განცხადებას, რომელშიც ის უარყოფს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ ბრალდებას მას რუსულ ნარატივად მიიჩნევს.
Print