პოლიტიკა
ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან - ხავიერ კოლომინა
სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

კოლომინას თქმით, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან.

„როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტრებული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, - წერს კოლომინა “ტვიტერზე“.

interpressnews.ge
Print