პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილმა მერიების პირველ პირებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან და მათ მოადგილეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონის მასშტაბით დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ძირითადი აქცენტი 2022 წელს რეგინონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოების შესრულებაზე გაკეთდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაზე, ქალაქებში პარკებისა და სკვერების კეთიმოწყობაზე.

ასევე, შეაჯამეს მუნიციპალიტეტებში 2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაც.

შეხვედრას მერიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print