პოლიტიკა
არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს დივერსიაც - პრემიერი ხანძრებზე
ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა, რომ ხანძრები შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, ან შეიძლება ძალიან დიდი სიცხის გამო. არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს.

„არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ყველა ვერსიაზე ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს და ვიცი, რომ ასეც იქნება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ბოლო 10 დღეში ქვეყანაში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საეჭვოა, რომ ხანძარი ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაჩნდა.

ღარიბაშვილმა ხანძრების ქრობაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის  თურქულ მხარესაც, რომელიც სპეციალური სახანძრო თვითმფრინავით გვეხმარება.
Print