პოლიტიკა
რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018 -2019 წლებშიც და არ მომხდარა არც დივერსია არც ტერაქტი - ლილუაშვილი
ჩვენი სამსახურები, შსს-სა და სხვა სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვცდილობთ გავფილტროთ არასასურველი სტუმრები, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში შემოსულ დიდი რაოდენობით რუს ტურისტებზე საუბრისას აღნიშნა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნულოვანი სტატისტიკაა.

სუს-ის უფროსი მოუწოდებს მოქალაქეებს, იყვნენ მშვიდად და არ აჰყვნენ პანიკას.

„რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-შიც, 2019-შიც. 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული საანგარიშო პერიოდში და არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი. თქვენ არ მოგეცემათ იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ნახოთ საზღვარზე შეკავებული ან აქედან გაძევებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ საზიანო მოქმედებებში ან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი. ასე რომ, მშვიდად იყავით.

იყავით მშვიდად, ნუ აჰყვებით პანიკას. თუკი ვინმეს აგენტების შემოგზავნა უნდა, ამას არ სჭირდება 900 ათასი ვიზიტორის შემოშვება, ამას სჭირდება 500-200-100 კაცის შემოშვება. არ არსებობს, 1000 ან 2000 აგენტი ვინმემ შემოუშვას ქვეყანაში“, -
განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
Print