პოლიტიკა
2023 წლის გაზაფხულზე ახალციხეში შუალედური არჩევნები გაიმართება
2023 წლის გაზაფხულზე ახალციხეში შუალედური არჩევნები გაიმართება. მე-11 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლები ახალციხის საკრებულოს დეპუტატს აირჩევენ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, თუ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე, არჩევნები აპრილში გაიმართება.

საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობა, დეპუტატ ზაალ ბერიძის გარდაცვალებამ გამოიწვია. ის მინაძის მაჟორიტარულ ოლქში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. ზაალ ბერიძე „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი.

#11 მინაძის მაჟორიტარულ ოლქში სამი სოფელი შედის - მინაძე, ჭაჭარაქი და ღრელი.
Print