პოლიტიკა
რატომ ვერ ხედავენ რუსების შემოსვლაში პრობლემას - შს და თავდაცვის მინისტრების განცხადება
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელუარი ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში 250 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

გომელაურ ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობამ დაახლოებით 40-45%-ით მოიმატა.

"რაც შეეხება 250 ათასი ადამიანის შემოსვლას, ეს არასწორია, ტყულია, მაგდენი არ შემოსულა და საიდან მიგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ ოყო, 5 თაასიდან 6 ათას ადამიანამდე შემომსვლელი. ახლა გაიზარდა 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით მოიმატა.

გუშინ ღამე 10 ათასზე ცოტა ნაკლები იყო თუ არ ვცდები, გასვლით გადის დაახლოებით 60%. რომ ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ციფრებია ასე არ არის"
, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრის მსგავსად, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლა საქართველოში საფრთხეებს არ ქმნის. სამინისტრო ამ მობილიზებაში ვერ ვხედავს სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს.

მისი თქმით, გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გამკაცრებულია.

"აქამდეც, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი კიდევ უფრო მეტი რესურსით არის გამკაცრებული და ამ ეტაპზე, ჩვენ რაიმე ქმედებების საფრთხეებს ვერ ვხედავთ.

თუ თქვენ ინდივიდუალურ დონეზე მეკითხებით, ყველა რუსეთის მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი, თეორიული რისკი რაც იყო ის დარჩა. ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ასე რომ ამ ეტაპზე ასე არ ვიხილავ",
- თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზრვართან ისევ სამანქანო რიგებია. რუსეთის მოქალაქეები მეზობელ სახელმწიფოებში ქვეყნიდან მას შემდეგ გარბიან, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება.

რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების გამო ოპოზიციის ნაწილი, ასევე სამოქალაქო სექტორი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.


Print