პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმი ხელფასის მომატებასა და საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟზე მსჯელობენ
დღეს, ახალციხის საკრებულოშ მე - 9 სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავენ. მათ შორის, პეტიციის საკითხს, რომელიც იაძის ქ.# 2-ში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შეეხება, ასევე იმსჯელებენ მერიის სტრუქტურული ერთეულის საშტატო ნუსხის, თანამდებობის პირთა და და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის, 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანისა და „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების’’ რვა თვის ანგარიშის შესახებ.

გარდა ამისა, დეპუტატები იმსჯელებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
Print