პოლიტიკა
რამდენი ლარით გაიზრდება პენსია მომავალი წლიდან
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მლნ ლარით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაზრდილ სოციალურ დახმარებებზე ისაუბრა.

„მაღალმთიან დასახლებებში 70 წლისა და ზემოთ ასაკის მქონე პენსიონერთა პენსია თითქმის, 440 ლარი იქნება, სხვაგან - 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია თითქმის 300 ლარი გახდება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 355 ლარი. ამასთან, გარდა პენსიისა გათვალისწინებულია გვაქვს ჩვენ მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა სოციალური გასაცემელის ზრდა 65 ლარით და ასევე სხვა კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელიც გაიზრდება.

მინდა გითხრათ, რომ ბავშვთა დახმარება ჩვენ თითქმის, გავასამმაგეთ - იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი და შემდეგ კიდევ გავზარდეთ და ეს კიდევ გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რომ იმის და მიხედვით, თუ როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს, კიდევ გავზარდოთ. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.

დევნილთა სახლების მშენებლობას ვიწყებთ, მოგეხსენებათ. 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. ტენდერები ჩატარებულია და დასრულდება ძალიან მალე. ამისთვის 2023 წელს 250 მლნ ლარია გამოყოფილი“,
- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print