პოლიტიკა
აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი Himars-ის 4 საარტილერიო სისტემას, ასევე ჰაუბიცებსა და საბრძოლო მასალას მოიცავს.

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის მუდმივი მზადყოფნა, სანქციები დააკისროს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიას.
Print