პოლიტიკა
„კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები რუსეთში, ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მონაწილეობდნენ
პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები და ტელეარხ „ალტ-ინფოს" წამყვანები რუსეთში, ევრაზიული კავშირის ინტეგრაციულ ფორუმში მონაწილეობდნენ. ცნობას „ფეისბუკზე" ავრცელებს ზურაბ მახარაძე, „კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი.
„ფორუმის ფარგლებში შედგა დიალოგი რუსეთის ევრაზიული კავშირის მინისტრ სერგეი იურევიჩ გლაზევთან და ფედერაციის საბჭოს სენატორ იგორ ნიკოლაევიჩ მოროზოვთან.

საუბარი შეეხებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას, უსაფრთხოებასა და იმ შესაძლო ეკონომიკურ პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოსთვის ევრაზიულ სივრცეში იხსნება",
- წერს მახარაძე.
„კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც.
Print