პოლიტიკა
გუბერნატორის მოადგილე გარდაიცვალა
სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტი, შალვა ბერძენიშვილმა 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს დაიკავა. ის მოვალეობას ოთხი წლის განმავლობაში ასრულებდა.

ბერძენიშვილმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა. "გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ", – განუცხადა ახლადდანიშნულმა რწმუნებულის მოადგილემ მეცხრე არხს.

გთავაზობთ მის პირველ ინტერვიუს, რომელიც მეცხრე არხს დანიშვნის დროს მისცა.



Print