პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ისევ საბა კბილაშვილი აირჩიეს

დღეს, 4 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ისევ საბა კბილაშვილი აირჩიეს. ის აცხადებს, რომ არ აქვს უარყოფითი განწყობა მმართველი გუნდის მიმართ და რჩება უმრავლესობაში.

კბილაშვილმა ასევე დაადასტურა ვლადიმერ კურტანიძის ,,ხალხის ძალაში" გადასვლა და ამბობს, რომ პარტიაში მალე სხვებიც გადავლენ.

შეგახსენებთ, რომ საბა კბილაშვილმა 2022 წლის 11 ივლისს “ქართული ოცნება” დატოვა. პარტიიდან წასვლის მიზეზად კი “სიმართლის თქმის” სურვილი დაასახელა.

პარტიიდან წასვლის შემდეგ პარლამენტსა და საკრებულოებში “ქართული ოცნების” შემადგენლობიდან გასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოაყალიბეს. ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას საბა კბილაშვილი და იმედა მღებრიშვილიც შეუერთდნენ.
Print