პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. სხდომაზე იმსჯელებენ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს.

პარალელურად, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, რომ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარადგინონ, რომელსაც საკრებულო და მერია განიხილავს და შესაძლოა, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მოხვდეს.

შეხვედრას ძირითადად, დეპუტატები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები და საჯარო მოხელეები ესწრებიან.
Print