პოლიტიკა
რა პროექტები განხორციელდება 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში?

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცეს.

სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში რვა პროექტი განხორციელდება. მათ შორისაა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ბეტონის ხიდის რეაბილიტაცია, ახალციხეში ასპინძის ქუჩის და ქალაქ ვალეში მაჭარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე ქალაქ ვალეში ხუთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.

განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდება, კონკრეტული პრიორიტეტები კი მოსახლეობის მიერ შეირჩა.
Print