პოლიტიკა
ხაბეიშვილი თუ მელია - ახალციხეში "ნაციონალების" მხარდამჭერების აზრი ორად გაიყო

ხაბეიშვილი თუ მელია - ახალციხეში "ნაციონალების" მხარდამჭერების აზრი ორად გაიყო. აქტივის ერთი ნაწილი ნიკა მელიას უჭერს მხარს, მეორე კი ლევან ხაბეიშვილს.

ახალციხის ყოფილი დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვაჟა ჩიტაშვილი „მეცხრე არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარტიის სხვა მხარდამჭერები მასთან საუბრისას ლევან ხაბეიშვილის მიმართ სიმპათიას გამოხატავენ, ამიტომ ის დარწმუნებულია რომ აქტივის უმრავლესობა ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს. მისივე თქმით, პარტიაში სიახლეა საჭირო.

ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით ახალკაცი კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი სრული შემადგენლობით ნიკა მელიას უჭერს მხარს, რადგან 2016 წლიდან სწორედ მელიამ, მის ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, „ზურგით“ მოიტანა პარტია აქამდე. ხაბეიშვილთან დაკავშირებით ახალკაცი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ვინ უმაგრებს ზურგს და რატომ წყვეტენ ის ადამიანები პარტიის თავმჯდომარის ბედს, რომლებიც აქტივში არ ირიცხებიან.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოქჩეინ სისტემით გაიმართება.

Print