პოლიტიკა
მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ - 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 30 მილიონი ლარით განისაზღვრა, პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მიმართულებები დასახელდა.

მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 9 მილიონი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ცვლილებებს, ახალციხის მერიასა და საკრებულოში შრომის ანაზღაურება იზრდება.

უწყების ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ბიუჯეტი 94 300 ლარით ეზრდება, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას 1 087 100 ლარით.

უწყების თანამშრომლებს ხელფასი 2023 წლის პირველი იანვრიდან გაეზრდებათ.

Print