პოლიტიკა
აბასთუმანში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება
აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტები არიან.

არ მოკლა პრეზიდენტი - ამ ლოზუნგით ისინი ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მანქანების კოლონით, ყოფილი პრემიერის სახლთან მივიდნენ.
აქციაზე იმყოფება ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე. მან ნიკა მელიას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ენმ-ს თავმჯდომარემ პოსტების წერას უნდა მოუკლოს და ქუჩაში გავიდეს.

მუმლაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია.

,,ყველგან უნდა მივიდეთ, ყველგან დისკომფორტი უნდა შევუქმნათ, რადგან უკვე ტელევიზორი გამოურთეს მიშას, დეპუტატებს აღარ უშვებენ მასთან, არც შვილებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს იზოლაციაში ამყოფებენ" - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
Print