პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33%-ს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40%, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58%“,- განაცხადა ნაყოფიამ.

ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.
Print