პოლიტიკა
ქართული ოცნების ახალციხის ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ახალციხის ახალგაზრდულ საოლქო ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საბა სამსონიძემ აღნიშნულ პოსტზე საბა კბილაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარტია ,,ხალხის ძალაში" გადავიდა.

,,საბა სამსონიძე ქართული ოცნების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს, საბა კბილაშვილის წასვლის შემდეგ ორგანიზაციას ისედაც ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ახალგაზრდულმა ფრთამ თბილისთან შეთანხმებით, მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. მოტივირებული ახალგაზრდაა და წარმატებებს ვუსურვებ" - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე.

საბა სამსონიძე 2020 წლიდან მერის წარმომადგენელია შალვა ახალციხელის სახელობის უბანში, რომელიც საბარგო სადგურის, 9 აპრილის, რუსთაველის ქუჩის ნაწილის, ზარზმელის უბნის (ე.წ. ადინაცატების), დევნილების დასახლებისა და ტბის მიმდებარე ტერიტორიას გულისხმობს. 

დაამთავრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტი.
Print