პოლიტიკა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი შტატი ემატება

2023 წლის პირველ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი შტატი დაემატება. ხელშეკრულებით აყვანილ 15 თანამშრომელს, მე-16 -კონსულტანტი ინფრასტრუქტურის საკითხებში შეუერთდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლიდან გამომდინარე საჭირო გახდა კონსულტანტის პოზიციის დამატება.

მან ჩვენთან საუბრისას განმარტა თუ რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებს.

მისივე თქმით ამ ეტაპზე მერიაში სამი ვაკანტური პოზიციაა. მერის მდივნის, მრჩევლის და ინფრასტრუქტურული კონსულტანტის.

გთავაზობთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დაკავებული პოზიციების ნუსხას და თანამდებობრივი სარგოს ოდენობას:


1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე - თანამდებობრივი სარგო - 1 980 ლარი.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მდივან-რეფერენტი - თანამდებობრივი სარგო - 990 ლარი.
3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მდივან რეფერენტი - თანამდებობრივი სარგო- 990 ლარი.
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირადი მძღოლი - თანამდებობრივი სარგო -1 430 ლარი.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მორიგე მძღოლი - თანამდებობრივი სარგო - 1 045 ლარი.
6. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მორიგე მძღოლი - თანამდებობრივი სარგო -1 045 ლარი.
7. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მორიგე მძღოლი - თანამდებობრივი სარგო - 1 045 ლარი.
8. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი - თანამდებობრივი სარგო - 2 310 ლარი.
9. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ფინანსური კონსულტანტი - თანამდებობრივი სარგო - 1 980 ლარი.
10. კონსულტანტი ინფრასტრუქტურის საკითხებში - თანამდებობრივი სარგო - 1 700 ლარი.
11. ბავშვის ფსიქოლოგი - თანამდებობრივი სარგო - 960 ლარი.
12. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - თანამდებობრივი სარგო - 1 452 ლარი.
13. კონსულტანტი - ლოჯისტიკის საკითხებში - თანამდებობრივი სარგო - 990 ლარი.
14. ავტოპარკის ზედამხედველი - თანამდებობრივი სარგო - 1 100 ლარი.
15. ოპერატორი - თანამდებობრივი სარგო - 1 320 ლარი.
16. ოპერატორი - თანამდებობრივი სარგო - 1 320 ლარი.

Print