პოლიტიკა
კანადამ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეათე პაკეტი, რომელიც ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს.

ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ახალი სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე.

„ჩვენ კვლავინდებურებად ერთსულოვანი ვართ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ მივაყენოთ ზიანი რუსეთის მანქანას“, - წერს ბორელი.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ სანქციები ასევე დაწესდა მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დეპორტაციაზე და მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის იძულებით გაშვილებაზე.

„ეს არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევა“, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის განცხადების ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, ახალი პაკეტი, კერძოდ, მოიცავს სანქციებს 96 ორგანიზაციის წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, ირანის შვიდ საწარმოს, რომლების მიერ გამოშვებული უპილოტო თვითმფრინავებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენა;

სანქციების სიაშია ასევე ტელეარხების RTArabic-ისა და Sputnik Arabic-ის მაუწყებლობისა და გავრცელების შეზღუდვა, რომლებიც კონტროლდება რუსეთის მიერ და „უკრაინის მხარდაჭერის ძირის გამოთხრის მიზნით გამოიყენება“.

კანადის ეკონომიკური სანქციები

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტი შემოიღო და უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო დახმარება გაუწია. გარდა ამისა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, ოტავამ დააწესა აკრძალვა რუსეთში ელექტრონიკის წარმოებაში გამოყენებული გარკვეული ქიმიკატების ექსპორტზე.

კანადა სანქციებს დაუწესებს 129 რუსს, მათ შორის მთავრობის წევრებს, სამხედროებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს, ასევე 63 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერს, მინისტრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია, სანქციების სიაში შეტანილია რამდენიმე რუსული საწარმო და სამთავრობო უწყება, მათ შორის ФСБ და ГРУ, პარტია „ერთიანი რუსეთი“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების მთავარი დირექტორატი, ФСО, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი, სახელმწიფო დუმა, ფედერაციის საბჭო, ფედერალური სამსახურის ფინანსური მონიტორინგი, Rosneftegaz-ი, Uralvagonzavod-ი, ჟუკოვსკის ცენტრალური აეროდინამიკური ინსტიტუტი და ა.შ.

ოტავამ შეზღუდვები ასევე კომპანია „მულტიკლეტზე“, ნახევარგამტართა ფიზიკის ინსტიტუტზე, ურალის საავტომობილო ქარხანაზე, ბრიანსკის საავტომობილო ქარხანაზე, Burevestnik-ის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტსა და Vostochnaya Shipyard-ზე დააწესა.
Print