პოლიტიკა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შტატები გაუქმდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 7 შტატი გაუქმდა. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, 27 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით ცვლილებები თანამშრომლების დაწინაურების გამო განხორციელდა.

იხილეთ გაუქმებული შტატების ჩამონათვალი:
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში;
  • III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში;
  • III რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში;
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური დაგეგმვის საკითხებში;
  • III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების საკითხებში;
  • III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერის საკითხებში;
  • III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში;
გარდა ამისა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნატო დარბაიძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
Print