პოლიტიკა
"კანონს არ გავცნობივარ, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ" - ლაზარაშვილი "უცხოური გავლენის აგენტობის" კანონზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი "უცხოური გავლენის აგენტობის შესახებ" კანონპროექტის ინიციირებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს კანონი ავალდებულებს დაადეკლარიროს უცხოეთიდან მიღებული შემოსავლები.

ლაზარაშვილს, ისევე როგორც მის კოლეგებს, დოკუმენტი წაკითხული არ აქვს, თუმცა ცალსახად ეთანხმება უცხოეთიდან შემოსული თანხების დეკლარირებას, როგორც ამას საჯარო პირები და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
  • ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;

  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

  • კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები:
  • იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი;

  • დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
Print