პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღს ესტუმრა.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩვენ დღევანდელი ვიზიტის მიზანი და მთავარი თემა უკავშირდება ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მხარდაჭერას, მათი ჩართულობის და როლის გაზრდის ხელშეწყობას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის, ისევე როგორც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტები ჩვენ მიერ დაგეგმილი ახალი ინიციატივები, პროგრამები, პროექტები. ჩართულობისკენ მოვუწოდეთ მათ და ამ პროცესში მხარდაჭერა აღვუთქვით.“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print