პოლიტიკა
თითქოს ჩვენ 2024 წლისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს, ისეთ დღეშია ოპოზიცია მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის-ირაკლი ჩიქოვანი
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, "ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს კითხვით მიმართა - გაიხსენებდა თუ არა ერთ კანონს მაინც, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები არ იტყოდნენ, რომ ის არის რუსული.

,,არსებობა თუ არა ერთი გადაწყვეტილება, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, რომელზეც ობიექტური შეფასება მიიღეთ და რომელზედაც საზოგადოებას უთხრეს, ეს საკითხი რამეს აგვარებდა თუ არ აგვარებდა. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფარაზე და ფარა არის ამერიკული კანონი, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთიდან გავლენის აგენტების რეგისტრაციას და მან თქვა, რომ თითქოსდა იქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომლებიც არაკეთილგანწყობილები არიან აშშ-ს მიმართ.

არის თუ არა რუსული საქმე, მაშინ როდესაც 2020 წლიდან ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებს საბოტაჟი ხდებოდა. მაშინ, როდესაც ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ თითქოს ჩვენ 2024 წლისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს - ბატონო არმაზ (ახვლედიანი) დამიჯერეთ, ისეთ დღეშია დღეს ოპოზიცია მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის"
-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
Print