პოლიტიკა
ქართულმა ოცნებამ ,,უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონი მიიღო
76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ ,,უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ" კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

პარლამენტის შენობასთან სპეცრაზმი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის ძალები კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში არიან მობილიზებულნი.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, პოლიციასა და აქციიის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლეთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.

სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.


Print